სასარგებლო ინფორმაცია
მანქანა არ იქოქება — გავრცელებული მიზეზები
„მანქანა არ იქოქება“ ერთი წინადადებაა, მაგრამ მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. ქვემოთ იმ ნიშნებზეა საუბარი, რომლითაც თავადვე შეგიძლიათ მიახლოებით გაარკვიოთ, სად არის პრობლემა.
სტარტერი საერთოდ არ რეაგირებს
გასაღების გადაწევისას სრული სიჩუმეა, პანელის განათება სუსტია ან ქრება — ეს ყველაზე ხშირად ჩამჯდარ აკუმულატორზე ან ცუდ კონტაქტზე მიუთითებს. დაათვალიერეთ კლემები: თუ თეთრი ან მომწვანო ნადები აქვს, კონტაქტი სუსტდება.
სტარტერი ტრიალებს, მაგრამ ძრავი არ ეშვება
აკუმულატორი სავარაუდოდ საკმარისია. მიზეზი შეიძლება იყოს საწვავის მიწოდება, ანთების სისტემა ან სენსორები — ამ დროს პერემიჩკა ვერ დაგეხმარებათ და დიაგნოსტიკაა საჭირო.
სტარტერი ნელა და მძიმედ ტრიალებს
კლასიკური ნიშანი იმისა, რომ აკუმულატორს მუხტი აღარ ჰყოფნის — განსაკუთრებით ცივ ამინდში. ამ შემთხვევაში პერემიჩკა ჩვეულებრივ ეხმარება, მაგრამ თუ მალევე მეორდება, აკუმულატორი უკვე ამოწურულია.
დაქოქვის შემდეგ მალევე ისევ ჯდება
თუ დაქოქილი მანქანა ცოტა ხანში ისევ ჩერდება, ხშირად გენერატორი აღარ მუხტავს. ამ დროს მხოლოდ დაქოქვა დროებითი გამოსავალია — საჭიროა დამუხტვის სისტემის შემოწმება.
რა შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ
სანამ ვინმეს დაურეკავთ, დაათვალიერეთ კლემები — ხომ არ არის მოშვებული ან დაჟანგული. შეამოწმეთ, ხომ არ დარჩა ღამით ჩართული განათება ან სალონის შუქი. თუ პანელი საერთოდ არ ინთება, პრობლემა თითქმის ყოველთვის კვებაშია.
როდის აღარ ღირს ცდა
თუ სტარტერი რამდენჯერმე სცადა და მდგომარეობა უარესდება, ხანგრძლივი ცდები მხოლოდ აზიანებს აკუმულატორსა და სტარტერს. ამ ეტაპზე უფრო სწრაფი და იაფია პროფესიული დაქოქვა, ვიდრე შემდგომი შეკეთება.
გჭირდებათ დახმარება ახლა?
მანქანის დაქოქვა — ადგილზე, თბილისსა და 25 კმ რადიუსში.