აკუმულატორის მიტანა · თბილისი + 25 კმ
აკუმულატორის ადგილზე მიტანა თბილისში
თუ უკვე იცით, რომ აკუმულატორი შესაცვლელია — მოგიტანთ თქვენს მისამართზე და ადგილზევე დავაყენებთ. მანქანის გადაადგილება საჭირო არ არის.
რას მოიცავს
მომსახურება
- შესაბამისი აკუმულატორის შერჩევა თქვენი მანქანისთვის
- მიტანა თქვენს მისამართზე
- ადგილზე დაყენება და კონტაქტების დამუშავება
- ძველი აკუმულატორის ჩაბარება
როდის
რა შემთხვევაში
- აკუმულატორი უკვე დიაგნოსტირებულია როგორც გამოსაცვლელი
- მანქანა ადგილიდან ვერ იძვრის
- დრო არ გაქვთ მაღაზიაში წასასვლელად
- სამსახურთან ან სახლთან გინდათ შეცვლა
როგორ მუშაობს
ზარიდან დაქოქვამდე
დარეკეთ
გვითხარით სად ხართ და რა ხდება მანქანასთან.
შევათანხმებთ
გეტყვით რა სჭირდება, რა ღირს და როდის ვიქნებით.
მოვდივართ
მივდივართ თქვენს მისამართზე აღჭურვილობით.
იქოქება
ვქოქავთ ადგილზე; საჭიროების შემთხვევაში — ვცვლით აკუმულატორს.
FAQ
კითხვები ამ სერვისზე
მხოლოდ მიტანა შეიძლება, დაყენების გარეშე?
შეგვიძლია მოგიტანოთ, თუმცა ჩვეულებრივ იქვე ვაყენებთ — ეს დროსაც ზოგავს და სწორ მონტაჟსაც უზრუნველყოფს.
რომელ ზონებში აწვდით?
თბილისის ყველა უბანში და დაახლოებით 25 კმ რადიუსში — მცხეთა, რუსთავი, გარდაბანი, საგურამო, წყნეთი, კოჯორი და მიმდებარე დასახლებები.
როგორ გავიგო რომელი აკუმულატორი მჭირდება?
დარეკეთ და გვითხარით მანქანის მარკა, მოდელი და გამოშვების წელი — შესაბამის ვარიანტებს შემოგთავაზებთ.
სხვა სერვისები
დაკავშირებული
მანქანა არ იქოქება?
დარეკეთ — გეტყვით რა სჭირდება და რა ღირს, მისვლამდე.